კოვიდინფიცირებულმა ავტობუსის 23 მგზავრი დააავადა

Tbilisi Daily

აღმოსავლეთ ჩინეთში, ერთმა მგზავრმა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ავტობუსის 23 სხვა მგზავრიც დააინფიცირა, - ამის შესახებ Daily Sabah-ი JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს. როგორც ირკვევა, 63 მგზავრი ავტობუსით ბუდისტურ დღესასწაულზე მიემგზავრებოდა და მათ 50 წუთის ერთ სივრცეში გატარება მოუწიათ. შემთხვევა იანვარში მოხდა, იქამდე, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს პანდემიად გამოაცხადებდა და ქვეყნებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდებოდა. მედიაში ავტობუსის გრაფიკული გამოსახულება გავრცელდა, რომელზეც ინფიცირებული მგზავრი და მის მიერ დაინფიცრებული სხვა მგზავრებია ასახული. #ახალიამბები