“დაახლოებით 6 საათზე დავინახე ავტომობილი, რომლის მძღოლიც გოგონა იყო” - რას ყვება ბაჩალიაშვილის  სავარაუდო ბოლო თვითმხილველი

Tbilisi Daily

“ჩემი სახლისკენაც გამოიხედა, ათვალიერებდა” – ამის შესახებ „პოლიტმეტრთან“ საუბრისას ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა განაცხადა, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ადამიანია, ვინც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე ნახა. გოგონა ყვება, რომ ბაჩალიაშვილი მის სახლთან დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და იქაურობას ათვალიერებდა. მისი თქმით თამარ ბაჩალიაშვილს ავტომობილის მინები აწეული ჰქონდა, თუმცა მისი სახის დანახვა მაინც შეძლო. „დაახლოებით 6 საათზე დავინახე ავტომობილი, რომლის მძღოლიც გოგონა იყო და დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. რაღაცებს ათვალიერებდა და ჩემი სახლისკენაც გამოიხედა. დარწმუნებული ვარ, რომ ის გოგო იყო ვისაც ეძებდნენ. შიგნით ვინმე თუ იჯდა არ დამინახავს.. მინები აწეული ჰქონდა, უბრალოდ ნელა გაიარა და რაღაცებს ათვალიერებდა“ – განაცხადა გოგონამ.