30 აპრილის შემდეგ აჭარაში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა

Tbilisi Daily

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. - დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 296 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 19 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. - ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 14 ინფიცირებული პაციენტი. - ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 43-მა პაციენტმა. - აჭარაში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს (იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს. - აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 1 პაციენტი. - დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1640 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5346-მა პირმა.