მესტიაში შუახნის ქალი დაჭრეს
Zugdidi Daily
მესტიაში, კერძოდ სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მედიკოსების ცნობით, მას გამჭოლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა გუშინ, დღისით მოხდა, რა დროსაც ქალი ქმართან ერთად მუშაობდა. მათი სახლის მიმართულებით დაუდგენელმა პირმა გაისროლა.
შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო:https://www.radioatinati.ge/regioni/article/73785-2020-09-18-14-37-27.html
#მესტია
#zugdididaily