კაპრეშუმში 39 ეკომიგრანტს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სოფელ კაპრეშუმში 39 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. სოციალური სახლი ხელვაჩაურის მერიამ ააშენა და იგი მუნიციპალიტეტს სამ მილიონამდე ლარი დაუჯდა. ეს მეოთხე სახლია,რომელიც ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენდა. 2015 წლიდან დღემდე ჯამში მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ბინით 112 ოჯახი დააკმაყოფილა. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საცხოვრებელ ფართს მუნიციპალიტეტში 70 ეკომიგრანტი ოჯახი საჭიროებს.