ფრენის განრიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის
Mediamall
✅ სახელწიფოს ხელშეწყობით, ამ დროისთვის საქართველოში უკვე 4000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.
✈️ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა (3 აპრილს)
✅ პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი. აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ ვირუსის გავრცელება არსებულ მასშტაბებს მიაღწევდა მოქალაქეების გამოყვანა განხორციელდა ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდანაც
► შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:
? 28 მარტი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines
? 31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways
? 3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways
? 3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines
? 4 აპრილი - ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)
? 7 აპრილი - ათენი-თბილისი - Georgian Airways
? 10 აპრილი - ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways
? აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.
✅ ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
✅ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
❗ საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
#StopCoV
#COVID19