ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 15 და გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაადასტურა. 25 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 262 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 101. ინფიცირებულები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან. 25 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 აგვისტოს, COVID-19-ით გარდაიცვალა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრის მცხოვრები 52 წლის მამაკაცი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ბოლო დღეებში ლაბრაში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოავლინეს, რის გამოც დე ფაქტო მთავრობამ სოფელში 14 დღიანი კარანტინი გამოაცხადა. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30803076.html #ახალი_ამბები #twitter