შსს-მ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

Marneuli Daily

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა დაიწყო. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 30 იზოლატორიდან სამედიცინო პერსონალი უკვე დასაქმებულია 24 იზოლატორში, სადაც დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების მიხედვით ხდება. დანარჩენი 6 იზოლატორისთვის ექიმების მოძიებისა და სამედიცინო პერსონალით იზოლატორების სრულად დაკომპლექტების მიზნით, სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. დამატებითი ინფორმაცია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61915?active=1 წყარო : რადიო მარნეული #ახალიამბები