სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში
Tbilisi Daily
სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში. ორი პირი დანით აეის დაჭრილი. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ ერთდროულად შეიყვანეს. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტადათ.
მედიკოსების თქმით, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 22 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში. როგორც შსს-ში განაცხადეს დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, მაშინ როცა მიმალვას ცდილობდა. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფრმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ კლუბში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.