მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

​ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ვიცე-პრემიერები იქნებიან. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ცქიტიშვილი ამ თანამდებობას გახარიას დაკომპლექტებულ მთავრობაში უკვე იკავებდა, ზალკალიანი კი მას შემდეგ გახდა ვიცე-პრემიერი, რაც იუსტიციის მინისტრი ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31060996.html #ახალი_ამბები #twitter