პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს

Tbilisi Daily

პოლონეთში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი ააფეთქეს, რომელიც ქალაქ სვინოვიციეში ერთ-ერთი არხის ფსკერზე აღმოაჩინეს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. ბომბი ბრიტანული იყო, მისი წონა 5,4 ტონას შეადგენდა. ექსპერტებმა მისი გაუვნებელყოფა ადგილზე გადაწყვიტეს, რადგანაც არსებობდა ბომბის დეტონაციის საფრთხე. აფეთქებამდე 750 ადამიანს ევაკუაცია განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიიდან. არხი პიასტი მდინარე ოდერს და ბალტიის ზღვას აკავშირებს. ბომბი აქ ბრიტანელებმა 1945 წელს ჩამოაგდეს, როდესაც ბრიტანულმა ავიაციამ შეტევა განახორციელა გერმანულ კრეისერ „ლუტცოვზე“. ეს პოლონეთში ნაპოვნი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ყველაზე დიდი ბომბი იყო.