შეიარაღებული პირები კომპანია „იანდექსის“ ოფისებში შეიჭრნენ

Tbilisi Daily

მინსკში შეიარაღებული პირები კომპანია „იანდექსის“ ოფისებში შეიჭრნენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თავად კომპანია „იანდექსზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, კომპანიამ დაუდასტურა „ბიბისის“ რუსულენოვან სამსახურს, რომ მინსკში მათ ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს კომპანია „იუბერის“ იფისშიც. „იანდექსში“ განმარტავენ, რომ „იანდექსი“ და „იუბერი“ მინსკში ერთ კორპორაციას წარმოადგენენ.