ZUGDIDI TV - რეგიონის პირველი ახალგაზრდული ტელევიზია.

Zugdidi Daily

ZUGDIDI TV - რეგიონის პირველი ახალგაზრდული ტელევიზია. ZUGDIDI TV პირველი ახალგაზრდული ინეტრენტ ტელევიზიაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ინტერნეტტელეიზია ფუნქციონირებს ქალაქ ზუგდიდში, ინტერნეტტელევიზია შეიქმნა 2019 წლის 10 აპრილს, ზუგდიდის ამერიკული კუთხის ტექნიკური მხარდაჭერით. დღეს ZUGDIDI TV დამოუკიდებელ ახალგაზრდულ მედია პლატფორმას წარმოადგენს, ინტერნეტტელევიზიის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ზუგდიდის ამერიკული კუთხე, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში, რუხის ინოვაციების ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. ინტერნეტ ტელევიზია ამ ეტაპზე ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტ თემის ელჩების ფარგლებში დაფინანსებულ “მედია სკოლას” ახორციელებს, მედია სკოლაში ჩართულია ზუგდიდში და მის სოფელში არსებული სკოლების 18 მოსწავლე. ZUGDIDI TV-ის ბაზაზე არსებობს რამდენიმე გადაცემა: “საინტერესო სტუმარი ლუკა ჩანგელიასთან ერთად”, “რეალობის კვალდაკვალ”, “ერთ სივრცეში”, “სპორტ ნიუსი” ყველა გადაცემასა და ინტერნეტტელევიზიის საინფორმაციო პროგრამებში კატეგორიულად დაბლოკილია პოლიტიკა. #ზუგდიდი #რეგიონისპირველიტელევიზია #ახალგაზრდულიინტერნეტტელევიზია #სამეგრელოზემოსვანეთი #zugdiditv #zugdididaily