ბლიც-ინტერვიუ მარნეულელ ქალთან

Marneuli Daily

ბლიც-ინტერვიუ მარნეულელ ქალთან - ვინ არის ქალი? - ქალი ცხოვრების წყაროა. ქალი უსასრულო სიყვარული, ძალა, ზრუნვისა და მოთმინების სიმბოლოა. - რა დანიშნულება აქვს ქალს ოჯახში? - ყველაზე მთავარი, ქალი როლია ოჯახის ერთიანობის უზრუნველყოფაში. თუ ოჯახში ქალი ძლიერია, ე. ი. ოჯახი ძლიერი და ერთიანია. ყველა ქალს აქვს თავისი განსაკუთრებული ინტერესი. ზოგისთვის მისი რეალიზაცია მზრუნველი დედისა და შრომისმოყვარე მეუღლის რანგში ხდება, ზოგისთვის კი - კარიერასა და პირად განვითარებაში. - რა არის ქალის როლი საზოგადოებაში? - ვფიქრობ, ქალის როლი საზოგადოებაში მოქალაქეობრივი მოვალეობების შესრულება და საკუთარი ადგილის პოვნაა. - ქალისთვის ოჯახის შექმნა თუ კარიერის აშენებაა მნიშვნელოვანი? - რა თქმა უნდა, ორივე, უბრალოდ, ქალმა ბალანსი უნდა დაიცვას. - სად არის ქალის ადგილი ჩვენს საზოგადოებაში? საზოგადოება ქალის შრომას აფასებს? - საზოგადოებაში ქალის ადგილი სხვადასხვაა, ზოგი სამსახურითაა დაკავებული, ზოგი კი - ოჯახით. საზოგადოების წევრების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, არც ქალს და არც მის შრომას არ აფასებს. - ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და მსგავსი საკითხების განხილვაზე რას ფიქრობთ? რამდენად მნიშვნელოვანია ეს საზოგადოებისთვის? - რა თქმა უნდა, საჭიროა. ქალმა სასურველ საკითხებზე აზრი უნდა დააფიქსიროს. ჩვენს საზოგადოებაში კი, ყველაფერი იცვლება ერთის გარდა, და ეს ქალზე აგრესიაა. - ქალი და კაცი თანაბარუფლებიანია? - ქალი და კაცი ყოველმხრივ თანასწორუფლებიანები არიან. თუმცა, რადგან საზოგადოებამ ქალი "სუსტად და ნაზად", კაცი კი "ძლიერად" გაზარდა, შესაბამისად, დღეს ქალები „სუსტები“ არიან. #ქალი #ქალთაუფლებები #Marneulidaily წყარო : ფანჯარა #ახალიამბები