11 ნარკორეალიზატორი ფონიჭალაში დავაკავეთ — შსს

On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. https://on.ge/story/64546-11-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1 "სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო, — აცხადებენ შსს-ში. #News