პროკურორი ჟურნალისტ პროკოფიევასთვის ექვსი წლით პატიმრობას ითხოვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბრალდების მხარემ სასამართლო პორცესზე ექვსწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა ფსკოველი ჟურნალისტის, სვეტლანა პროკოფიევასთვის, რომელსაც ტერორიზმის გამართლებაში ედება ბრალი. პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ 4 წლის აეკრძალოს განსასჯელს ჟურნალისტური საქმიანობა. სვეტნალა პროკოფიევას საქმეს იძიებს ფსკოვის, საოლქო-სამახედრო სასამართლო, სადაც პარასკევის სხდომა მხარეთა კამათს ეთმობა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერ ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ 2019 წლის თებერვალში აღძრა საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „ტერორიზმის გამართლებას“, ბრალდების თანახმად, შეიცავს 2018 წლის ნოემბრის სტატია, რომელიც გამოაქვეყნა რადიო „ეხო მოსკვის“ ფსკოვის ფილიალმა. ამ წერილში პროკოფიევა ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისების წინ განხორციელებულ თავდასხმაზე. რუსეთის მედია მაშინ იუწყებოდა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკი, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, სოციალური მედიით უშიშროების სამსახურს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში. თავის წერილში პროკოფიევამ ამ მოზარდის განცხადებები დაუკავშირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატს. პროკოფიევას საქმეს დიდი საერთაშორისო რეზონანსი ახლავს. ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული. https://www.radiotavisupleba.ge/a/30704210.html #ახალი_ამბები #twitter