გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 22 046 ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსი 22 046 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად ქვეყანაში 479 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვმა სულ 17 602 შეადგინა. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში დაინფიცირდა მილიონ 106 ათასი ადამიანი.