ქარელში ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოსახლეობას მიწის ნაკვეთებზე წვდომა შეეზღუდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141845 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირთან ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომა შეეზღუდა. "კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები", - წერია უწყების განცხადებაში.