ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდას ვარაუდობენ

Tbilisi Daily

ზოგადად, ევროპის ქვეყნებში ყოველ ორ კვირაში შემთხვევების მაჩვენებელი ორმაგდება, ანუ ჩვენც უნდა ველოდოთ, ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდა გვექნება. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 70% სიმპტომიანი პაციენტია. 3% კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 6% კი სამედიცინო მუშაკია. ამასთან, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 15 113-ს შეადგენს. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 74%. გარდაცვალების 499 შემთხვევას კი დღეს კიდევ 24 დაემატა. 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 45 042-მდე გაიზარდა.