მაიკლ პომპეომ საქართველო დატოვა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თბილისი დატოვა.მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პომპეოსაგარეო საქმეთა მინისტრმადავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთანსალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრგიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.