შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ

Interworld

ა.წ. 3 ნოემბერს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დღეა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამჟამინდელი ლიდერი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. როგორც წესი, საარჩევნო ხმების დათვლას რამდენიმე დღე სჭირდება, მაგრამ ხშირად არის შემთხვევას, როდესაც გამარჯვებული უკვე იმავე ღამით ხდება ცნობილი. მოცემულ ეტაპზე არსებული კორონავირუსული პანდემიის გამო, უამრავმა ამომრჩეველმა მისი ბიულეტენი ფოსტის საშუალებით გაგზავნა და მათ დათვლას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, შესაბამისად, ახალი პრეზიდენტის ვინაობა რამდენიმე დღის, ან შესაძლოა ერთი კვირის შემდეგ გახდეს ცნობილი. არჩევნების წინა დღეს, როგორც ტრამპი ასევე ბაიდენი, ძირითად საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას განსაკუთრებით შეეცადნენ და მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს. ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელებს „ყელში ამოუვიდათ“ Twitter-ის პოსტები და ის სიბრაზე, სიძულვილი, წარუმატებლობა და უპასუხისმგებლობა, რაც ტრამპის მმართველობას ახასიათებდა. ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ აღელვებს კონკურენტთან შედარებით არსებული დაბალი რეიტინგი და გამარჯვებას მაინც გეგმავს. არსებული მონაცემებით, გამოკითხვებით ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Trump #Biden #elections #interworld