ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა
Tbilisi Daily
"CNN-ის" ცნობით, რუსი ექიმი, რომელმაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, მოწამვლისას რუსეთის საავადმყოფოში უმკურნალა, გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა.
"სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის გადაუდებელი ჰოსპიტალის უფროსი ექიმი იყო, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა" – ნათქვამია საავადმყოფოს გავრცელებულ ინფორმაციაში. ექიმის გარდაცვალების მიზეზი საავადმყოფოს არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციორი "ნოვიჩოკის" მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს. ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.
აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილ სერგეი მაქსიმინიშსს, აგვისტოში, ნავალნის მდგომარეობის შესახებ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გერმანიაში რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის აეროპორტშივე დააკავეს. ამჟამად ის რუსეთის ციხეშია – მას 3.5 წელი მიესაჯა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები