ვიეტნამში ველური ბუნების სახეობებით ვაჭრობა აკრძალეს

Tbilisi Daily

ვიეტნამის მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეყანაში ველური ბუნების სახეობებით ვაჭრობა აკრძალოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის, ნგუენ სუან ფუკის განცხადებით, განადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად. ცვლილება ცხოველების სხეულის სხვადასხვა ნაწილებით, მათ შორის, პანგოლინის ქერცლით, მარტორქის რქებითა და სპილოს ძვლებით ვაჭრობასაც კრძალავს. მეცნიერების ვარაუდით, ახალი კორონავირუსის ადამიანებზე გავრცელების ერთ-ერთი წყარო სწორედ ველური ბუნების სხვადასხვა სახეობებია და ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიში ის ქვეყნები და რეგიონებია, სადაც ამ სახოებებით ვაჭრობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.