მიხეილ რამიშვილი- დასადგენია, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც მამას ეუბნებოდა, რომ მისი შვილი შარშია გახვეული

Tbilisi Daily

თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხის გაცემა მოუწევს აბსულუტურად ყველას და პირველ რიგში გამოძიებას. როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალსიტებთან განმარტა, არსებობს კითხვები რომელიც უკავშირდება ძებნის პროცესს, ამის გარდა, იმ პირებს, ვინც უკავშირდებოდნენ გოგონას მამას და გარკვეულწილად შანტაჟის ტექსტით ელაპარაკებოდნენ. “დასადგენია, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც მამას ეუბნებოდა, რომ მისი შვილი შარშია გახვეული. ასევე, რამდენად ობიექტურად მიდიოდა ძიება, მანქანის ლოკაციასთან დაკავშირებით, იყო მიტინგთან დაკავშირებით, სადაც ვაჭრობას ჰქონდა ადგილი, რომ აი, რა საჭირო იყო, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგი არ იქნებოდა და ა.შ.” -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ის დღეს დაკრძალეს.