ზეღდულეთის სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის, მ.ცერცვაძის სახელობის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი
დაუდასტურდა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ცნობით, ორივე არასრულწლოვანი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.
"არასრულწლოვნები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, შესაბამისად, სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ იგეგმება. მეორე ტალღის შემდეგ შიდა ქართლში კორონავირუსით 128 პირი დაინფიცირდა ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 607 პირი იმყოფება“, - განაცხადა გულედანმა.
ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 12 შიდა ქართლში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#სკოლა
#განათლება
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა