ექიმი: დონალდ ტრამპი COVID-19-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს

Tbilisi Daily

დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და მას შეუძლია, იზოლაცია დაასრულოს. აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია საჯარო საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდეს. „დღეს დილით ჩატარებული PCR ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს , - წერია კონელის განცხადებაში. BBC წერს, რომ განცხადებაში არაფერი წერია იმაზე, არის თუ არა პრეზიდენტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიური. მანამდე დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა. 6 ოქტომბერს საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრ სახლში დაბრუნდა.