დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინა გვექნება წლის ბოლომდე - ტრამპი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142699 მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ინფექცია 26 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სჯერა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Foxnews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება ვაქცინა წლის ბოლომდე. ექიმები იტყვიან, რომ მე ეს არ უნდა მეთქვა. მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ," - განაცხადა ტრამპმა.