საპროტესტო აქცია ფოთში.
Zugdidi Daily
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ ტრაილერის მძღოლები.
მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ რეგულაციის მიხედვით, 72 საათის განმავლობაში უნდა მოასწრონ ყველა პროცედურის გავლა, კონტეინერის დატვირთვა, დაცლა, დაბრუნება, რაც შეუძლებელია.
ფოთის მერი გოჩა კურდღელია აპირებს მძღოლების მოთხოვნების სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის გააცნობას და იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ორივე მხრისთვის იქნება მისაღები.
#ფოთი #სამეგრელო #ტრაილერისმძღოლები #პანდემია #რეგულაციები #საპროტესტოაქცია #zugdididaily