25-მდე გაიზარდა უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინაში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა. ხარკოვის რეგიონის გუბერნატორის ალექსეი კუჩერის განცხადებით, კატასტროფამდე ცოტა ხნის ადრე, პილოტმა გააგზავნა შეტყობინება, რომ მარცხენა ძრავი დაზიანდა. ხარკოვში ჩასვლას გეგმავს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი. Antonov-26-მა კატასტროფა 25 სექტემბერს, ხარკოვის რეგიონში განიცადა. დაღუპულთა უმეტესობა ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები არიან.     https://www.radiotavisupleba.ge/a/30858976.html #ახალი_ამბები #twitter