რა მოუვიდა 40 სულ ძროხას?
Gori Daily
გორის პროკურატურამ საქონლის სასაკლაოს მფლობელებს ბრალი წაუყენა, რომელთაც 40-მდე ოჯახის კუთვნილი საქონლის თაღლითურად მითვისებაში ფაქტზე ედავებიან.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა ზაზა გიგაურიმა განუცხადა.
გიგაური დაზარალებული ოჯახების ინტერესებს იცავს და რამდენიმე თვეა პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვდა.
ზაზა გიგაურის ინფორმაციით, ცხოველთა სასაკლაოს მფლობელი მამა-შვილი წუხელ პროკურატურაში დაიბარეს, შემდეგ კი, ბრალი წაუყენეს.
პროკურორი ზურაბ წერეთელი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.
ფაქტი 2019 წლის ზაფხულში მოხდა. სოფელ ფერმაში მცხოვრები 40-მდე ოჯახის საქონელი ცხოველთა სასაკლაოს მფლობებელმა იყიდეს, თუმცა თანხას არ უხდიდნენ.
მოსახლეობამ აქცია გორში გამართა, შემდეგ კი, საჯარო მიმართვა პროკურატურის მისამართით გააკეთეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#მესაქონლეობა
#საქონლისხორცი
#კრიმინალი
#goridaily
წყარო - qartli.ge
#ახალიამბები