მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
Tbilisi Daily
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ.
შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განცხადებით, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ერთი ადამიანი იჯდა, რომლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა, ვინც კი გვყავდა ადგილზე“ , - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
სოფლის რწმუნებულის ვასო ზურებიანის განცხადებით, ავტომანქანა ამოყვანილია, თუმცა მანქანაში მყოფი პირის სამძებრო სამუშაოებს მდინარის დინება აფერხებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.