კრიმინალებთან დაჯდომა და რაღაც დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

''პრობლემებს სჭირდება მოგვარება და არა ამკრიმინალებთან დაჯდომა,რაღაც დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ'' - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილიამბობს, რომ ქაოსი მალე დასრულდება. ''ეს ადამიანი გველაპარაკება ჩვენ ვინც დაარბია, დახოცა, აწამა ხალხი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? მათთან ერთად წარმოგიდგენიათ თქვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება. წარმოგიდგენიათ გადატრიალება, რომ მომხდარიყო რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მოხდებოდა არეულობა, სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის. რაც პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს. ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილი იყო ის სამარცხვინო პირი, რომელმაცგახსოვთ ალბათ გორში იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კაცი მიწაზე გაერთხა, გაიქცა, მიატოვა სტუმარი, რომელიც გაოგნებული უყურებდა. ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჯერ კიდევ თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშინებს, ზოგს ფულით იჭერს. მეგობრებო ეს ქაოსი დასრულდა და დასრულდება ძალიან მალე. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას, ხალხს უმარავი პრობლემა აქვს, სოფლებში, რეგიონებში, ეკონომიკაში'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.