ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142165
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
"1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, კომენდანტის საათის დროს დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შედეგადაც ერთ-ერთს გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.