საერთაშორისო სასამართლო მკაცრად პოლიტიზირებულია! -,,სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტი -
Gori Daily
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"რატომ არ ვურთიერთობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? რადგანაც მისი ყველა ქმედება მკაცრად არის პოლიტიზირებული. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ.
ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობისა და „სამშვიდობოების“ მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგონ.
ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. „სამშვიდობოების“ დღეს აღნიშნავენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
წყარო - interpressnews.ge
#საინტერესო
#სიახლე
#ოკუპაცია
#ოკუპირებულიტერიტორია
#goridaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები