ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 40 მილიონი დოლარი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სავალუტო აუქციონის შედეგი გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი აშშ დოლართან მიმართებით 3.1546 შეადგინა. 17 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3.1547 ლარი  1 ევრო - 3.7440 ლარი  1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0872​ ​ლარი  100 რუსული რუბლი - 4.2189​ ლარი  1 თურქული ლირა - 0.4215 ლარი  10 უკრაინული გრივნა - 1.1228 ლარი  17 სექტემბრისთვის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1720 ლარი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30842188.html #ახალი_ამბები #twitter