"შვილების გადასარჩენად" აქცია ბათუმში
Tbilisi Daily
"შვილების გადასარჩენად" - ლელო საქართველოსთვის ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით ამ წუთებში ბათუმში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობის სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა და ხელისუფლების არცერთი რგოლი სრულყოფილად არ მუშაობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ , დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა საქმე და რაც მთავარია დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით ნაკისრ ვალდებულებას.
#პოლიტიკა
#ახალიამბები