უფასო სასადილოში მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უფასო სასადილოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19 სასადილოს მზარეულს დაუდასტურდა. სასადილოს დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, მთლიანი სამსახური თვითიზოლაციაში გადადის.„მზარეულს დაუდასტურდა ვირუსი. თავად სამზარეულოს პერსონალთან, 6-7 ადამიანთან და დირექციასთან გარკვეული შეხება ჰქონდა. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველას აგვიღეს ტესტი და 28 ოქტომბრამდე გადავდივართ თვითიზოლაციაში. ვეძებთ გზებს, რომ სამზარეულო არ დაიხუროს“,- განაცხადა ჯადუგიშვილმა. მზარეული ქალის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით დაუდგენელია. დღევანდელი მდგომარეობით, უფასო სასადილოს მომსახურებით, გურჯაანში, 200 ბენეფიციარი სარგებლობს.