მთავრობა დაადგენს იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარების პირობებში სამსახური დაკარგა

Tbilisi Daily

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ როგორ დაადგენს სახელმწიფო იმ ადამიანების რიცხვს, ვინც კორონავირუსის პირობებში სამსახური დაკარგა. ცქიტიშვილის განცხადებით, იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებით, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენმა პირმა ვერ შეძლო ამ ხნის განმავლობაში ხელფასის აღება. ,,ამის შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა მოცულობის თანხა იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად. შემდეგ შევძლებთ ამ პაკეტის გაჟღერებას და პროგნოზის გაკეთებას. ამიტომ არ ვსაუბრობთ, ვის უნდა მიმართოს ასეთმა ადამიანმა. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და შევძლებთ შეფასებას, თუ რა ფინანსური რესურსი უნდა გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადაიანისთვის რა სახის კომპენსაცია შეგვიძლია განვსაზღვროთ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა. #მთავრობა #მაიაცქიტიშვილი #უმუშევრობა #შემოსავლებისსამსახური #tbilisidaily