ირანის ლიდერმა აკრძალა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმპორტირება აშშ-დან და ბრიტანეთიდან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ მისი ბრძანებით აიკრძალა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმპორტი.
„ამერიკელებს ეფექტიანი ვაქცინა რომ გააჩნდეთ, თავიანთ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ასეთი ფიასკო არ ექნებოდათ“, - განაცხადა სატელევიზო მიმართვაში ირანის ლიდერმა.
აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი მხოლოდ იმ ქვეყნიდან მოახდენს ვაქცინის იმპორტს, რომელსაც ენდობა. კონკრეტულად რომელიმე ქვეყანა ირანის სასულიერო ლიდერს არ დაუსახელება, მაგრამ უფრო ადრე რუსეთის ელჩმა ირანში თქვა, რომ არსებობს გეგმა რუსეთ-ირანის ერთობლივი ვაქცინის შექმნის შესახებ.
თავად ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კლინიკური გამოცდები საკუთარ ვაქცინაზე.
ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველ ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშით, პანდემიის განმავლობაში ირანში დაინფიცირდა 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი, 56 000 პაციენტი- გარდაიცვალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31038731.html
#ახალი_ამბები
#twitter