სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 42 319-მდე გაიზარდა
Tbilisi Daily
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 263 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 42 319-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 836 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 251 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
35 476 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5756 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 190 560 ტესტი ჩატარდა.