სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას ადასტურებს
Tbilisi Daily
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას გერმანულ გამოცემასთან DW კომენტარში ადასტურებს.
”ვიქნები აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და არა მდივანი”,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, თანამდებობაზე ოფიციალური დანიშვნა დღეს მოხდება.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა მისი კანდიდატურა პარლამენტიდან გაიწვია.
#მიხეილ სააკაშვილი# ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინა#რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე # Tbilisi Daily# DailyNews