სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში, თანხის აღება დანაშაულია
Tbilisi Daily
სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში, თანხის აღება დანაშაულია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს. ის უფასოა.
„როდესაც მე ვთქვი, რომ არ შეიძლება გრიპის აცრაში თანხა მოსთხოვონ ადამიანს, ეს სხვანაირად იქნა აღქმული. ეს ეხება მხოლოდ რისკ-ჯგუფებს, ანუ ვისაც სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში, თანხის აღება არის დანაშაული. ვინც რისკ-ჯგუფებში არიან, არავითარ შემთხვევაში მათი მხრიდან თანხა არ უნდა იქნას გადახდილი. ხოლო ვინც რისკ-ჯგუფი არ არის და მივა ასაცრელად, კერძო სექტორს შეუძლია იმ ტარიფით, რა ტარიფსაც ადებენ აცრას, მისგან აიღოს თანხა. ხაზს ვუსვამ, სახელმწიფოს ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.