120% - ით გაძვირებული წამლები - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებელი რესბუბლიკის პრემიერ - მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის ცნობით, ადგილობრივი შსს - ს თანამშრომლები სოხუმის აფთიაქების ქსელის შემთხვევით შემოწმებას ახორციელებენ. მიზეზი წამლის ფასების სწრაფი ზრდაა.
"რეგულარულად განხორციელდება აფთიაქების ქსელის შემოწმება მთელ აფხაზეთში, რათა თავიდან იქნას აცილებული აუცილებელი მედიკამენტების ფასების მაღალი ზრდა როცა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროების წინაშე ვართ" - ნათქვამია ანქვაბის უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, რეალურ და ნასყიდობის ფასების შემოწმებამ აჩვენა, რომ მეტად მოთხოვნადი მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფის სავაჭრო ზღვარი საშუალოდ 18-დან 43% - მდეა აწეული.
"აფთიაქების მიერ წარმოებული წამლების ფასის ზრდა უკავშირდება ნასყიდობის ფასების ზრდას რუსეთში, საიდანაც პრაქტიკულად ხორციელდება მედიკამენტების იმპორტი. ასევე გამოვლინდა ისეთი აფთიაქები, რომლებშიც ფასების გადაჭარბებული ზრდა უმიზეზოა - იქ 120, 160% -ით მეტი ზრდა შეინიშნა. სამედიცინო ნიღბები 4.50 რუბლის მაგივრად, 10 რუბლად იყიდება, 9.50 რუბლად შეფასებული ხელთათმანები კი 25 რუბლად იყიდება."
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, აფთიაქების შემოწმება ხშირად მოხდება, რათა თავიდან აიცილონ ასეთი ფაქტები კორონავირუსის გავრცელების პარალელურად.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა