10 სექტემბრიდან ქორწილები, ქელეხები, იუბილეები დახურულ სივრცეში იკრძალება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით დახურულ სივრცეში სოციალური ღონიძიებები, რაც გულისხმობს ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს, 10 სექტემბრიდან იკრძალება. შეზღუდვები ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებით ამ დრომდეც მოქმედებდა და გულისხმობდა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების დაუშვებლობას დახურულ სივრცეში, 10 სექტემბრიდან კი დახურულ სივრცეში ყველანაირი ღონისძიება იკრძალება.  შეზღუდვა მკაცრდება ღია სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებზე და ისინი არ უნდა იყო 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით. არსებული შეზღუდვები არ ეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაგემგილ აქტივობებს.    საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა კიდევ ერთი შეზღუდვის შესახებ, რაც გულისხმობს კინო-თეატრების, თეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტების გახხნის თარიღის გადაწევა 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30828742.html #ახალი_ამბები #twitter