თურქეთში კოვიდინფიცირების 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა -  19 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 217 შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 795 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 258 249 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 6 121 ადამიანი, 237 165-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო. თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.