პუტინის პირველი კომენტარი ფილმზე „პუტინს სასახლე“: ნაჩვენები ქონება მე არ მეკუთვნის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პირველად გააკეთა თავისი კომენტარი ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის გამოძიების შესახებ გელენჯიკთან არსებულ სასახლეზე.     სტუდენტებთან შეხვედრისას მან გამოძიების გარშემო დასმულ შეკითხვაზე უპასუხა: „არ მინახავს ფილმი უბრალოდ დროის უქონლობის გამო ასეთი ... ასეთი ინფორმაციის გასაცნობად, მაგრამ გადავხედე ასისტენტების მიერ შერჩეულ ფრაგმენტებს. ახლავე მინდა გიპასუხოთ: იქიდან არაფერი, რაც ჩემს ქონებად არის წარმოდგენილი, არც მე და ჩემს არც ახლო ნათესავებს არ ეკუთვნით და არასოდეს ყოფილა მათი. არასოდეს“, თქვა მან.  გამოძიებას მან უწოდა კომპილაცია. 19 იანვარს კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა გამოაქვეყნა გამოძიება ეგრეთწოდებული, ვლადიმირ პუტინის სასახლის შესახებ გელენჯიკთან. გამოძიება გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ხიმკის სასამართლომ ფონდის დამაარსებელს, ალექსეი ნავალნის, გერმანიიდან რუსეთში ახლად დაბრუნებულს, საგამოძიებო იზოლატორში30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ფონდმა გამოძიება ჩაატარა ნავალნის დაკავებამდე. საკუთრივ ფილმი თითქმის ორ საათიანია. მასში მონაწილეობს ნავალნი, ნაჩვენებია ვიზუალური მასალა.  ე.წ. პუტინის სასახლე, იგივე რეზიდენცია იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას. ის, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო, 2010 წელს განაცხადა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31068599.html #ახალი_ამბები #twitter