ერდოანი თურქებს მოუწოდებს ფრანგული პროდუქტის ბოიკოტისკენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თანამემამულეებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ფრანგული წარმოების პროდუქტს ორ ნატოელ პარტნიორს შორის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე რადიკალური ისლამის მიმართ პარიზის მკაცრი პოზიციის გამო.
ერდოანის განცხადება 26 ოქტომბერს მოჰყვა ორი დღის წინანდელ, მისსავე ნათქვამს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფსიქიურ შემოწმებას საჭიროებს, რის გამოც პარიზმა ანკარიდან ელჩი გაიწვია. მსგავსი განცხადება ერდოანმა გააკეთა შემდეგ დღეს და კიდევ ერთხელ, 26 ოქტომბერს. როგორც საფრანგეთში ითქვა, არ იყიდოთ თურქული ნაწარმიო, მეც მოვუწრდებ ჩემს ხალხს აქ, ნუ იყიდიან ფრანგულ პროდუქტს, თქვა ერდოანმა ტელევიზიით.
საფრანგეთი შეარყია მასწავლებელ სამუელ პატითვის ისლამისტი ექსტრემიზმის მიერ თავის მოკვეთამ 17 ოქტომბერს. ეს იყო შურისძიება მუსლიმთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის კარიკატურის საკლასო ოთახში, გამოხატვის თავისუფლების საილუსტრაციოდ, ჩვენების გამო.
23 ოქტომბერს, კარიკატურები, რომლებიც თავდაპირველად გამოჩნდა სატირულ ჟურნალ ჩარლი ებდოში, პროეცირებულ იქნა საფრანგეთის სამთავრობო შენობებზე, რასაც ისლამურ სამყაროში აღშფოთება მოჰყვა. მაჰამადიუნურ და არაბულ ქვეყნებში გაისმა მოწოდება ფრანგული პროდუქტის მიმართ ბოიკოტისკენ კარიკატურისთვის მაკრონის მხრიდან მხარდაჭერის გამო. მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი „ჩვენს კარიკატურებს არ დათმობს“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30913639.html
#ახალი_ამბები
#twitter