სოფელ ნოჯიხევში კომენდანტის საათის დროს მძარცველებმა 73 წლის ქალი აწამეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში 73 წლის ქალი კომენდანტის საათის დროს, გამთენისას დააყაჩაღეს.
დაზარალებული მედიკო გოცირიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ის ორმა ახალგაზრდამ ძირს დააგდო, ხელები ე.წ. სკოჩით შეუკრა და სცემა. ქალის თქმით, მას ფულს სთხოვდნენ. მისი თქმით, მას ინსულტი აქვს და მზად იყო ყაჩაღებისთვის მიეცა თანხა, რაც ჰქონდა, თუმცა ყაჩაღებს მის სახლში ნაპოვნი თანხა ეცოტავათ და მეტს ითხოვდნენ. მეტი თანხის მიღების მიზნით მათ ქალის საწამებლად ცხელი უთო გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ამ დრომდე ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30988132.html
#ახალი_ამბები
#twitter