მაღაროელმა ლესოტოში 442-კარატიანი ბრილიანტი იპოვა

Tbilisi Daily

მაღაროელმა ლესოტოში 442-კარატიანი ბრილიანტი იპოვა, რომლის ღირებულებაც შესაძლოა, 18 მილიონი დოლარი იყოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. BMO Capital-ის ანალიტიკოსის, ედვარდ სტერკის თქმით, კონკრეტული ფასის დასახელება ჯერ რთულია, ვიდრე ამას სპეციალისტები არ შეაფასებენ, თუმცა აღმოჩენილი ნივთი ანალიტიკოსს ასეთი ვარაუდის საფუძველს აძლევს. ლეტსინგის მაღარო ცნობილია ბრილიანტების ზომითა და ხარისხით, რომელსაც ის აწარმოებს. აქ ორი წლის წინ, ჯემ დაიმონდსმა აღმოაჩინა გოლფის ბურთის ზომის, 910-კარატიანი ქვა, რომელიც 40 მილიონ დოლარად გაიყიდა.