კახა კალაძე: შევარდნები კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ!
Tbilisi Daily
კანონის ფარგლებში სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს ყველაფრის განხილვა, შესწორება და გადათვლა და არა შევარდნებითა და დამხობით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მხარდაჭრა მიიღო მოსახლეობისგან. კალაძემ ხაზგასმით აღნიშა, რომ თუ ვინმეს გააჩნია რაიმე მითითება კონკრეტულ საარჩევნო უბანთან დაკავშირბით, მიმდინარეობს ხმების ხელახალი გადათვლის პროცესი და ჩანს, რომ ამ პროცესის დროს არაფერი საგანგაშო არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზებს, რომელიც უკვე გასწორდა.
„თუ არის კიდევ ასეთი უბნები, კანონის ფარგლებში სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა, შესწორება და გადათვლა და არა შევარდნებით და არა დამხობებით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ!“, - განაცხადა კახა კალაძემ.